ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც შესაძლოა რუსეთის კრიპტო-ბირჟასაც შეეხოს
ევროკავშირი ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას სწავლობს, რომელსაც სავარაუდოდ, ექვსი რუსული ბანკისა და ენერგეტიკული კომპანიის წინააღმდეგ დააწესებს, ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
წყაროს ცნობით, ევროკავშირის ახალი სანქციების სამიზნე შესაძლოა რუსეთის საგადამხდელო სისტემები და კრიპტოვალუტის ბირჟებიც გახდნენ, გარდა ამისა, სანქციებმა შესაძლოა სანავთობო ბაზარიც მოიცვას.
წყაროების თქმით, ბრიუსელი იმედოვნებ რომ სანქციების უმრავლესობას აშშ-სთან შეთანხმებით განახორციელებს. ამ კვირაში ევროპული დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრება, რათა შეხვდეს ამერიკელ კოლეგებს და განიხილოს სავარაუდო ერთობლივი ნაბიჯები.
