ევროკავშირის ელჩის განცხადება – ვინ როგორ გაიგო პაველ ჰერჩინსკის სიტყვები და რატომ არ არის მიზანშეწონილი არჩევნების წინ წესების შეცვლა

ევროკავშირის რეკომენდაცია არა ფუნდამენტური ცვლილებები, არამედ პოლიტიკური სპექტრის საარჩევნო წესებზე დროულად შეთანხმებაა – ს განმარტებით, ამ მიმართულებით, ყველა ქვეყანას არჩევანის თავისუფლება აქვს. ამბობს, რომ ევროკავშირში სტანდარტი არ არსებობს არც ბარიერთან დაკავშირებით, რომელსაც, მისივე თქმით, ორი მხარე აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარე ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ გაუგებარია, რატომ ითხოვენ ევროკავშირში მიღებული 5-პროცენტიანი ბარიერის დაწევას პარტიები, რომლებიც საკუთარ რეიტინგში დარწმუნებულები არიან.
ოპოზიციის ნაწილი მაინც ამტკიცებს, რომ ევროპული სტანდარტი არა 5, არამედ 3-პროცენტიანი ბარიერია. პოლიტიკური პარტიებისთვის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაც ვერ აღმოჩნდა არგუმენტი. ევროკავშირის ელჩისგან განსხვავებით, ხელისუფლების ოპონენტები პარტიების ზედმეტ მრავალფეროვნებაში რისკებს ვერ ხედავენ.
ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებისაც აპირებს – ამბობენ, რომ ხელისუფლებას ბარიერის დაწევა მაინც მოუწევს.
ბალანსი პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის – მმართველი გუნდის შეფასებით, ელჩის გზავნილები ადასტურებს, თუ რატომ არის აუცილებელი ქვეყანაში 5-პროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება, რაზეც, მათივე განმარტებით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
2024 წელს პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, თუმცა , პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები და 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა, ესეც ხომ ფარისევლობაა

ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, არ შეიძლება, ქართველი ხალხი ვიღაც სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვონ საბოტაჟის რეჟიმში

არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი, დიდი იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება