ევრობიუროკრატების თანახმად, სადაც არის ომი, თურმე იქ არის დემოკრატია, სადაც არის მშვიდობა იქ არ არის დემოკრატია

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროპელი ლიდერების მიერ საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებებს მედიასთან ეხმიანება. გურამ მაჭარაშვილის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას შედარება არარელევანტურია, რადგან მოლდოვა სნგ-ს წევრია და კორუფციაშია ჩაფლული, საქართველოსთვის კი მოლდოვისთვის მიბაძვა უკუსვლას ნიშნავს. დეპუტატმა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის განცხადება გაიხსენა, სადაც მან განაცხადა, რომ ში დემოკრატიის წინსვლა, საქართველოში კი უკუსვლაა.
ს ინტერესი ომის დაწყებასთან დაკავშირებით რუმინეთში და საქართველოში ერთი და იგივეა? რუმინეთში რომ ომი გააჩაღოს რუსეთმა დიდი არგუმენტები უნდა ჰქონდეს და საქართველოში აგერ არის შემოსული, ნაცმოძრაობის დროს.
მოლდოვაშიც რა სიტუაციაა კარგად ვხედავთ, სნგ-ს წევრია მოლდოვა და შევიდეთ ჩვენც? კორუფციის ჭაობია – საერთაშორისო ინსტიტუტები აფასებენ ასე და ჩვენც კორუფციაში ჩავეფლოთ? რეგრესი განვიცადოთ? არა მგონია, რომ რელევანტური შედარება იყოს. უკრაინას გვადარებდნენ, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა თქვა როგორც უკრაინა ებრძვის რუსეთსო, ისე უნდა იყოთ თქვენც, დემოკრატია უკრაინაში ვითარდება და საქართველოში უკან მიდისო. ანუ სადაც არის ომი თურმე იქ არის დემოკრატია, სადაც არის მშვიდობა იქ არ არის დემოკრატია. ეს არის მათი პირდაპირი ნარატივი და ამაზე მეტი მტკიცებულება რა შეიძლება იყოს,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი