ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძის “ლელო” დანარჩენ 14 პარტიასთან ერთად მოითხოვდა თბილისის ცენტრში ლგბტ პარადის ჩატარებას

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარტია “ლელოს” და მამუკა ხაზარაძის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ხაზარაძე თავისი პარტიით “ნაცმოძრაობის” დანამატია, რომელიც ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგას.
გვენეტაძის თქმით, ხაზარაძის პარტიამ დანარჩენ 14 პარტიასთან ერთად მოითხოვა თბილისის ცენტრში “პრაიდის” ჩატარება და “ლელოს” წევრები წლებია, ლგბტ პროპაგანდას აწარმოებენ.
ამიტომ, ექსპერტის თქმით, ხაზარაძის და მისი პარტიისგან აღარაფერია გასაკვირი. “ხაზარაძის “ლელო” დანარჩენ 14 პარტიასთან ერთად მოითხოვდა თბილისის ცენტრში ლგბტ პარადის ჩატარებას! ხაზარაძის “ლელოს” პარტიის წევრები გულამოსკვნილები და აღტყინებულნი აწარმოებდნენ და აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას!
“ხაზარაძის დაფინანსებით გადაიღეს ლგბტ პროპაგანდისტული ფილმი! ხაზარაძე და მისი პარტიის წევრები წლებია გამოკვეთილად და მასობრივად არიან ჩაბმული ლგბტ პროპაგანდაში! ხაზარაძე იყო “ნაცების” მიერ ადამიანებისათვის წართმეული ქონების ერთ-ერთი მთავარი მიმთვისებელ-“გამპრავებელი”! ხაზარაძე არის “მიჰას” მიერ მისთვის მინიჭებულ ორდენთა კავალერი! ამის შემდეგ, საკვირველი, ხაზარაძის და მისი პირმშო “ლელოს” ქმედებებში, არის კიდევ რაიმე?!” – წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს