ედგარს რინკევიჩსი – ლატვია ქართველ ხალხს და ევროკავშირში გაწევრიანების მათ სურვილს მხარს უჭერს

ლატვია ქართველ ხალხს და ევროკავშირში გაწევრიანების მათ სურვილს მხარს უჭერს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი აცხადებს.
ლატვიის პრეზიდენტის ცნობით, მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება. ლატვია ქართველ ხალხს და ევროკავშირში გაწევრიანების მათ სურვილს მხარს უჭერს. ჩვენ არსებული ვითარება განვიხილეთ, პრეზიდენტის პირად პოზიციას ვაფასებ და შევთანხმდით, რომ კონტაქტზე დავრჩებით“, – წერს X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე