დღეს „ტოპ ტვინების“ ციებ-ცხელების დღეა – ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი – რუსოფობია

დღეს „ტოპ ტვინების“ ციებ-ცხელების დღეა – ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი – რუსოფობია
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნაცმოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი სახის, გიორგი არველაძის განცხადებას, რომელმაც -ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი შეაფასა სოციალურ ქსელში და დაწერა: „მას სახეზე აწერია კგბ.
აშშ-ის სირცხვილია, რომ ასეთ ადამიანებს აძლევს ძალაუფლებას. სირცხვილი.“ დავით ქართველიშვილის განმარტებით, რადიკალებმა მორიგი არაადეკვატური დასკვნა გამოიტანეს, როცა ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი – რუსოფობია. „დღეს „ტოპ ტვინების“ ციებ-ცხელების დღეა, რამეთუ მზეზე მაგნიტური ქარიშხალი ყოფილა. დასავლეთის სპეცსამსახურებს გადასწვდნენ და, რა თქმა უნდა, იქაც დაინახეს – ცნობილმა ფიზიონომისტმა არველაძემ ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხა.
აკაცუკების შტატგარეშე ანთროპოლოგმა ნანულამ კი, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში, სომხურ-პოლონურ-ებრაულ- ქართულ ფესვებში კი, პირიქით – რუსოფობია ამოიკითხა და ამ აღმოჩენით მთელი დღე “ქოცებს” აშინებს. მერე კი წაუკითხეს მეტრეველის ცნობილი ციტატა: “ჩვენ საფრთხეს რუსეთიდან კი ველოდებით, მაგრამ, არა – რუსი ხალხისგან” – და საგონებელში ჩავარდა: ორი უცნობით ასეთი განტოლება ცხოვრებაში ჯერ არ ამოუხსნია – ამით მეტრეველს რისი თქმა უნდოდა, ნანულა გაიხლართა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება

საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი