დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება

დღეს, „ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობას გამართავს. ყრილობას 350-ამდე დელეგატი დაესწრება. სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის ახალი წესდებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 20-ის ნაცვლად 15 წევრი აირჩევა და მათ შორის აღარ იქნებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თუმცა, ისინი ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტიის წევრებად დარჩებიან.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დღეს, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა – , , , , დიმიტრი სამხარაძე, , ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

გვალია: ეხლა მომისმინეთ! ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები!