თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, გამრეკელის, ძოწენიძის, გოგიძის, შალვა ნუცუბიძის და აკაკი გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, გონაშვილის, კრწანისის, ვოლსკის, ოფრეთის, ნუგზარ შატაიძის, ახვლედიანის, ჩხეიძის, გულუას, ჯაფარიძის, ბეჟან კალანდაძის, გრიშაშვილის, დიმიტრი გულიას, გიორგი ნიკოლაძის, ორთაჭალის, ფაღავას, ნადიკვარის, ეფრემ მცირეს, თელავის და გუმბრის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, მაჩაბელის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ტიციან ტაბიძის, ფალიაშვილის, კავსაძის, მუხაძის, მოსაშვილის, ბარნოვის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
