დღეს ევროპაში ძალიან ბევრი აცნობიერებს იმას, რომ საქართველოს მიმართ არასამართლიან მიდგომებს აქვს ადგილი

ძალიან ბევრი აცნობიერებს დღეს ევროპაშიც სწორედ იმას, რომ საქართველოს მიმართ არასამართლიან მიდგომებს აქვს ადგილი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, ყველა აცნობიერებს ასევე იმას, რომ ურთიერთობები დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია.
„ჩვენ ვიცით, როგორ მოხდა ბრიუსელის, ევროკავშირთან დაკავშირებული თემების ინსტრუმენტად ქცევა საქართველოსთან მიმართებით და ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიებების შემუშავება, სადაც ცენტრალურ როლს ასრულებს ევროკავშირის საკითხი და სწორედ ამის ნაწილია ის ასე ვთქვათ გაბუტულად პოზიციონირება ბრიუსელის მხრიდან, როდესაც ისინი ვითომცდა თავს არიდებენ მაღალი დონის კავშირებს საქართველოსთან. თუმცა ერთი რამ არის – დიალოგის გარეშე წარმოუდგენელია ურთიერთობები და ამას თვითონაც კარგად აცნობიერებს ყველა. ის, რომ საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომები განხორციელდა, ესეც ნელ-ნელა მე ვფიქრობ ძალიან ბევრისთვის არის გასაგები და ძალიან ბევრი აცნობიერებს დღეს ევროპაშიც სწორედ იმას, რომ საქართველოს მიმართ არასამართლიან მიდგომებს აქვს ადგილი“, – განაცხადა მინისტრმა.
Previous: პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

ასევე დაგაინტერესებთ

რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება- იგივე სცენარია უკრაინის ომში, სადაც ამერიკა იქნება “მომლაპარაკებელი მხარე”, ხოლო ისრაელის ფუქციას შეასრულებენ უკრაინა და ევროკავშირი