დღესვე უნდა ვიმოქმედოთ, თუ არ გვინდა მეორე ბელარუსი კავკასიაში – PACE-ს ვიცე-პრეზიდენტი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტი კნუტ აბრაჰამი საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება.
კნუტ აბრაჰამი გერმანელი პოლიტიკოსი და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრია.
როგორც კნუტ აბრაჰამი მოუწოდებს მინისტრთა კომიტეტს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებზე, სანამ ძალიან გვიან არ არის და საქართველოს სახით კავკასიაში ბელარუსი არ მიუღიათ.
„ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ციხეში ჩასმა, დემონსტრანტების ცემა და დაპატიმრება – ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს. ესაა დღეს ს და ბელარუსის რეალობა.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ მიიღებოდა ერთი რეპრესიული კანონი მეორის მიყოლებით, სანამ ძალიან გვიან არ იყო. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი შეცდომებიდან. ჩვენ დღესვე უნდა გავაკეთოთ ეს საქართველოსთან მიმართებაში, თუ არ გვინდა მეორე ბელარუსი კავკასიაში! საქართველოში ყოველდღიურად ახალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იჭერენ.
როგორც ევროსაბჭოს წევრმა, საქართველომ აიღო ვალდებულება, პატივი სცეს „ადამიანის უფლებებს და დაიცვას დემოკრატია“. მოვუწოდებ მინისტრთა კომიტეტს, დაიცვას ევროსაბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედოს, სანამ ძალიან გვიან არ არის“, – აცხადებს კნუტ აბრაჰამი.