გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაცია უწყებამ 2 დეკემბერს გაავრცელა.
დეპარტამენტის თანახმად, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობა მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს.
“მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/lari-gauphasurda-750x375-ogLFQi-300x150.jpeg)