დუტა სხირტლაძე: ხელოვნებას ვერ დასჯი, ხელოვნება არ ისჯება

“მოულოდნელი ამბავი იყო, რაღა დაგიმალოთ, ჩემთვის და საერთოდ ყველასთვის. გაოგნებულები დავრჩით. თეატრიდან, ახლა პრემიერიდან მოვდივართ და ვერ ვხვდები, რა ხდება… ხელოვნებას ვერ დასჯი, ხელოვნება არ ისჯება, ხელოვნებას ვერ ერევა ვერავინ ვერასდროს, ესაა მარტივი სათქმელი რისთვისაც აქ ვართ შეკრებილები და ეს ასე იქნება ყოველთვის” – ამბობს დუტა სხირტლაძე TV პირველის ეთერში
შეგახსენებთ, რომ დავით დოიაშვილი “ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლეს. ამის შესახებ ცნობილი კულტურის სამინისტროს განცხადებიდან გახდა