დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია სხირტლაძის მეუღლემ, მარინა ნაცვლიშვილმა დაადასტურა.
„დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია „იმედი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა Ambebi.ge-სთან საუბრისას.
მანამდე დუტა სხირტლაძე „ფეისბუქზე“ აქციის ერთ-ერთი მონაწილის,18 წლის ბიჭის დაკავებას გამოეხმაურა.
„ბავშვია, ბიჭო! ბავშვიიიიი! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც). პატარა გოგო-ბიჭებს. ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ქვეყანა ამათია. შვილებისაა.
ვიღაცები „ბანდერლოგებს“ უწოდებენ. აი, ამათ. ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას. თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს – ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ – გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ. ბავშვები, შვილები, ახალი თაობა – ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი. ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს“,- წერს დუტა სხირტლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს