დუბაიში მყოფი ირაკლი კობახიძე დაესწრო პანელურ სესიას, რომლის მთავარი სპიკერი ილონ მასკი იყო

ირაკლი , დელეგაციასთან ერთად, დღეს დაესწრო პანელურ სესიას ხელოვნური ინტელექტის თემაზე,რომლის მთავარი სპიკერები იყვნენ -ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ეკონომიკის სახელმწიფო მინისტრი ომარ სულთან ალოლამა.
მსოფლიო მთავრობათა სამიტში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეაჯამა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ ეს ფორმატი პარტნიორებამდე საკუთარი გზავნილების მისატანად გამოიყენა.
“გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საუბრები.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარება. ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.