“დრო იყო, გადამედგა ეს ნაბიჯი, რაზეც დიდხანს ვოცნებობდი… კი, კარგად ვარ, ბედნიერი ვარ და არ მინდა, ჩემი საუბრით ამ ბედნიერებას ხელი შევუშალო…” – თიკა ჯამბურია მის ცხოვრებაში მომხდარი სიახლეების შესახებ – Marao

“დრო იყო, გადამედგა ეს ნაბიჯი, რაზეც დიდხანს ვოცნებობდი… კი, კარგად ვარ, ბედნიერი ვარ და არ მინდა, ჩემი საუბრით ამ ბედნიერებას ხელი შევუშალო…” – თიკა ჯამბურია მის ცხოვრებაში მომხდარი სიახლეების შესახებ – Marao
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი “ჯეირანი”, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი “ცისარტყელები”.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბექამ კიდევ რამდენჯერმე იქორწინა. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა. ის წლების განმავლობაში ებრძოდა ჭარბ წონასაც, თუმცა სწორი კვებითა და ვარჯიშით სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხა და ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად აღნიშნავენ, რომ ის არაჩვეულებრივად გამოიყურება: “25 კილო დავიკელი 9 თვეში. წონაში კლების ერთადერთი გამოსავალი არის ცხოვრების სტილის შეცვლა. კვების რაციონიდან ყველაფერი ამოვიღე, რაც მიყვარდა. ღამე არასდროს არ ვჭამ, ვვარჯიშობ და ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ” – ამბობს თიკა.
იმის შესახებ.თუ როგორ შეცვალა საკუთარი თავი და ცხოვრება ბოლო წლებში, მან “რადიო ფორტუნასთან” ისაუბრა:
· თიკა, შენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია და აშკარად ახალი ეტაპი. როგორია ეს ახალი ეპიზოდი?
გამოფხიზლების, ჩემი მიზნების ასრულების, ისეთი რაღაცების გაკეთების, რაც ძალიან დიდი ხანი მინდოდა და სიზარმაცე თუ სხვა რამ ხელს მიშლიდა. ამ ყველაფერს მინდა მოვერიო.
· პირველი „წკაპი“ რა იყო, რომელი დღეა იყო ისეთი, როდესაც ადექი და თქვი, რომ სხვა ეტაპი გინდოდა ცხოვრებაში?
ასეთი ერთი დღე არ ყოფილა. უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში. ისეთი დროს ხდება ისეთი რაღაცები, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება.
· ბევრი რამ მინდა გავაკეთოო, მოდი, ვთქვათ, რა არის ეს?
მარტივი დეტალებით დავიწყე – მთელი ცხოვრება მინდოდა მართვის მოწმობის აღება, ცოტა ხნის წინ ავიღე ძლივს (იცინის). თუნდაც ის, რომ „მასტერშეფში“ მინდოდა მონაწილეობა, სულ მეშინოდა და ვერ ვბედავდი.
· აღმოვაჩინეთ შენი კარგი კულინარიული შესაძლებლობები… ეს ბევრმა არ იცოდა…
ეს არის ჩემი ერთ-ერთი ისეთი ჰობი, რომელსაც ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება მოაქვს. ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა იციან, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ და მიყვარს.