როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილ გოლუბევის და ტელეგრამ არხის “Eto Rostov” ცნობით, რუსეთში, 24-25 მარტის ღამეს ნოვოჩერკასკის GRES თბოელექტროსადგურში ხანძარი გაჩნდა.
წყაროების ცნობით, რუსეთის სამხრეთით მდებარე დიდ ელექტროსადგურს, სავარაუდოდ, დრონებით დაესხნენ თავს.
ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ როსტოვის თავზე სულ მცირე 10 დრონის ხმა ისმოდა, შემდეგ კი აფეთქებების ხმა ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგურის მიდამოებში გაისმა.
ხანძარს ტიხორეცკაიას და როსტოვსკაიას 330 კილოვატიანი მაღალი ძაბვის ხაზების ავტომატური გათიშვა მოჰყვა.
У Росії безпілотники атакували Новочеркаську ДРЕС
Джерело: Telegram “Это Ростов” pic.twitter.com/B1ZFz0rjht — Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) March 25, 2024
ნოვოჩერკასკის GRES თბოელექტროსადგური არის სიდიდით მეორე ელექტროსადგური როსტოვის ოლქში, როსტოვის ატომური ელექტროსადგურის შემდეგ.
