ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ფინალში სულამანიძემ აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს სჯობდა, ვაზარით (არადა, იპონს ჰგავდა) 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.
ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო – იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცრიელი დანიელ აიხი კი 11 წამში დაამარცხა.
ხვალ ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.
გამარჯობის თქმა არ აცალა – ილია სულამანიძე ფინალშია!
