დონორი ორგანიზაციები „ენჯეოების“ მეშვეობით აფინანსებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას – ახლა ისინი დარჩნენ ძალიან დიდი დაფინანსების გარეშე

დონორი ორგანიზაციები „ენჯეოების“ მეშვეობით აფინანსებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას – ახლა ისინი დარჩნენ ძალიან დიდი დაფინანსების გარეშე
კონსტიტუციის გვერდის ავლის გზით ისინი ფინანსდებოდნენ გარე აქტორების მხრიდან, ამ შემთხვევაში, USAID-ის, NED-ის და ასე შემდეგ სხვა ორგანიზაციების მხრიდან, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებზე საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა პარტიის მიერ ოფისის გაყიდვის ფაქტზე.
„კონსტიტუციის გვერდის ავლის გზით ისინი ფინანსდებოდნენ გარე აქტორების მხრიდან, ამ შემთხვევაში, USAID-ის, NED-ის და ასე შემდეგ სხვა ორგანიზაციების მხრიდან. დონორი ორგანიზაციები „ენჯეოების“ მეშვეობით აფინანსებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ახლა ისინი დარჩნენ ძალიან დიდი დაფინანსების გარეშე.
დაფინანსების მთავარ წყაროდ დარჩა სოროსის კონკრეტული ფონდები, ევროპის ფონდი და ეს ყველაფერი აისახა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე და აქედან გამომდინარე, უწევთ ასეთი ტიპის ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ფინანსური კრიზისია. პარტიის მთავარი შენობა გაყიდულია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისი 3 200 000-ად გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი კომპანია „ევ დისტრიბუშენია“, რომლის დირექტორიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე დავით კირკიტაძეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის მიერ ინვესტიციების ჩადების და დიდი პროექტების განხორციელების დაწყების შემდეგ, აბასთუმანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კურორტია, რამაც ერთი ასად გაზარდა დამსვენებელთა რაოდენობა -ეს არის ქვეყანაზე ზრუნვაც და პატრიოტიზმიც

რამდენიმე საინფორმაციო საშუალების განსაკუთრებული აგრესიის ობიექტებად პერიოდულად იქცევიან ის ადამიანები და მათი ოჯახის წევრებიც კი, რომლებიც საქართველოს ინტერესების დასაცავად, ეფეტურად ებრძვიან კრიმინალს, ბოლო ხანებში ასეთად ამოარჩიეს მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამას აკეთებს მაღალი შედეგიანობით. რა უნდა ქნა, როდესაც არანაირი ჩირქის მოსაცხობი ფაქტი, ასეთი ადამიანის წინააღმდეგ არ არსებობს? უნდა მოიგონო ფანტასმაგორიული ისტორია ათასჯერ გადაღეჭილი უნიჭო სცენარით