დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში სირიის პრეზიდენტს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კატარში გამგზავრებამდე ერ-რიადში ვიზიტით მყოფ სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გუშინ საუდის არაბეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას გეგმავს.
ტრამპის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამენ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრების შემდეგ მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტი დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრება, სადაც კატარის ამირასთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
