დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია – ურსულა ფონ დერ ლაიენი

დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„მივესალმები -ის პრეზიდენტის, ს გადაწყვეტილებას საპასუხო ტარიფების დაპაუზების შესახებ. ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების ფუნქციონირებისთვის მკაფიო, პროგნოზირებადი პირობებია აუცილებელი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-თან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს მხარს უჭერს და ამისთვის მზად არის.
„ტარიფები გადასახადებია, რომლებიც ზიანს მხოლოდ ბიზნესსა და მომხმარებელს აყენებს. ამიტომ, მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ნულოვან სატარიფო შეთანხმებას ევროკავშირსა და აშშ-ს შორის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღება 90 დღით დააპაუზა, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები კი 125%-მდე გაზარდა.
მანამდე, ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესებას დაუჭირეს მხარი, რომელიც ძალაში 15 აპრილიდან შევა.