დომინიკის რესპუბლიკაში ღამის კლუბის ჩამონგრევას 79 ადამიანი ემსხვერპლა

დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში, ღამის კლუბში სახურავის ჩამონგრევის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ინციდენტი ღამის კლუბ ჯეტ სეტში პოპულარული მომღერლის, რუბი პერესის კონცერტზე მოხდა.
ღამის კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა და 400-მდე მაშველი ნანგრევებში მოყოლილების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოებს აგრძელებს. არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. რუბი პერესის ქალიშვილის თქმით, ნანგრევებში ჩარჩენილთა შორის მისი მამაცაა.
გადაუდებელი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, ხუან მანუელ მენდესმა იმედი გამითქვა, რომ ჩამონგრეული სახურავის ქვეშ მოქცეული ადამიანებიდან ბევრი ჯერ კიდევ ცოცხალია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას