დმიტრო კულება – „უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება ახლა მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს

დმიტრო კულება – „უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება ახლა მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს
საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებში უცხოურ სუბიექტებს ადანაშაულებს, მაგრამ დამნაშავე თავად არიან. ისინი პრორუსული პოზიციიდან საქართველოს რუსეთად გადაქცევაზე გადავიდნენ და ხალხი წინააღმდეგობას უწევს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, “უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს.
„უკრაინული სცენარის” თავიდან ასაცილებლად, ისინი ახლა მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაიმარჯვებს, მათ არ უნდა მოუწოდონ რუსეთს მხარდაჭერისთვის. სიჯიუტე ყოველთვის არ არის ძალა – თუ ძალა და მოსკოვი საქართველოზე უფრო მნიშვნელოვანი არაა“, – წერს კულება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო