: ბიძინა ივანიშვილი ვიქტორ იანუკოვიჩის სქემით თამაშობს

უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მ საქართველოში მიმდინარე მოვლენები უკრაინის უახლეს ისტორიას შეადარა. მისი სიტყვები „ევროპეისკა პრავდას“ მოჰყავს.
„სამწუხაროდ ის, რასაც დღეს ვხედავთ საქართველოში, არის სწორედ უკრაინული სცენარი, მაგრამ სხვა ხალხისა“.
მან დასძინა, რომ ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ს მიმართ თავის მცოცავ დათმობებს ნიღბავს დაპირებებით, რომ არ განმეორდება „უკრაინის სცენარი“ და ის გულისხმობს ში ს შეჭრას.
„ივანიშვილი, ისევე როგორც მაშინ იანუკოვიჩი, ზუსტად იმავე სქემით თამაშობს. ზუსტად 11 წლის წინ, 2013 წლის ნოემბერში ში დაიწყო ღირსების რევოლუცია, როცა იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ ხელს არ მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. მაშინ უკრაინელები ამბოხდნენ, არ დაუშვეს მათთვის თავისუფლების წართმევა და მათმა ბრძოლამ ისტორიის მსვლელობა შეცვალა,“ დაწერა კულებამ პარასკევს სოცქსელ X-ში.
მან აღნიშნა, რომ დღევანდელი სურათი ნათელია – „ჯერ გართმევენ თავისუფლებას, მერე გირტყამენ, მერე ქრება კეთილდღეობა, შემდეგ კი რუსეთი გყლაპავთ“.
კულებას თქმით, ქართველების ბრძოლა თბილისის ქუჩებში მეტია, ვიდრე პროევროპული ან პრორუსული პოზიციები, ესაა ბრძოლა თავისუფლად ცხოვრების ფუნდამენტური უფლებისთვის.
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველებს მოუწოდა იბრძოლონ და ხელისუფლებას არ მისცენ მათი მომავლის მოპარვის უფლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – გრძელდება მუშაობა განახლებული სამშვიდობო გეგმის დასახვეწად, ევროპასთან და ნატო-სთან დაკავშირებული ელემენტები წევრების თანხმობას მოითხოვს – მხოლოდ ერთი ერია, რომელსაც ომი სურს, რომელმაც უკანონო შეჭრა დაიწყო

ვახტანგ კაპანაძე – მნიშვნელოვანია ევროპის განცხადება, რომ უკრაინას ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად განიხილავენ – საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო შეიარაღებაში შეჯიბრს დასავლეთთან, რუსეთის შესაძლებლობები უფრო შეზღუდულია