დიპლომატებს თავი მოაქვთ, როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელებს. არავის მიუცია მათთვის უფლება, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ დაბრუნდნენ თავის დიპლომატიურ ჩარჩოებში

დიპლომატებს თავი მოაქვთ, როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელებს. არავის მიუცია მათთვის უფლება, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ დაბრუნდნენ თავის დიპლომატიურ ჩარჩოებში
არავინ არის ჩამოსული როგორც ზედამხედველი და გენერალ-გუბერნატორი საქართველოში. ამას გულისხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ის, რაც ცუდი არის პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ის, რაც არ შეიძლება პოლონეთში, გერმანიაში და საფრანგეთში, არ შეიძლება საქართველოში, – განაცახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც დიპლომატების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევას ეხებოდა.
ის მოუწოდებს დიპლომატებს, დაუბრუნდნენ თავიანთი პირდაპირი მოვალეობების შესრულებას და ნუ გასცდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს.
„თავი გენერალ – გუბერნატორები ჰგონიათ, თუ როგორ გაბედა ქართველმა პოლიტიკოსმა, სიტყვა შეუბრუნა და უთხრა, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის ამ ქვეყანაში ყველაფერი. ვენის კონვენცია გულისხმობს, რომ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, მონაწილეობა შიდა პოლიტიკაში. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი დიპლომატის ქცევისა და ამ ქცევის მიღმა არის რამდენიმე ელჩი საქართველოში, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ.
დიპლომატებს, ელჩებს თავი მოაქვთ, როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელებს. არავის მიუცია მათთვის უფლება, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ დაბრუნდნენ თავის დიპლომატიურ ჩარჩოებში. მათი ამოცანა არის საკუთარი ქვეყნის წარმოდგენა საქართველოში და ზრუნვა იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს შესაბამისი ურთიერთობები. ნაცვლად ამისა, ვხედავთ, რომ დღეგამოშვებით ოპოზიცია უზით თავის საელჩოებში ან თვითონ დადიან ოპოზიციასთან ოფისებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

ნაცებს” რომ ჰკითხო, საპარლამენტო კომისიაზე არმისვლა დასჯადი არ უნდა იყოს, არადა, მთელ რიგ ქვეყნებში, საკმაოდ სერიოზულ სასჯელს და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს