დინამიკა პოზიტიურად გამოიყურება, იმედია, ევროპაში ზოგ-ზოგიერთები ახლა მაკრონს არ დაუწყებენ დამუნათებას ისე, როგორც გუშინ ევროკავშირის ელჩს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, დინამიკა პოზიტიურად გამოიყურება და იმედია, ზოგიერთი მაკრონის დამუნათებას არ დაიწყებს ისე, როგორც ევროკავშირის ელჩ სთან მიმართებით გააკეთეს, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
“დინამიკა პოზიტიურად გამოიყურება. იმედია ევროპაში ზოგ-ზოგიერთები ახლა მაკრონს არ დაუწყებენ დამუნათებას, როგორ თუ დაურეკეო, ისე როგორც გუშინ ევროკავშირის ელჩს. მაკრონი ხომ უფრო მაღალი ღობეა მათთვის.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა