დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია

ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ვლადიმერ პუტინს ეს არაერთხელ უთქვამს. მას საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია. რაც შეეხება ნატო-ზე თავდასხმისთვის მზადებას, ეს სრულ სისულელეს წარმოადგენს“, – განაცხადა პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვი გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ნატო-ზე თავდასხმისთვის ემზადება და მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.
„პუტინს ძველი საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს და ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ჩვენ ამისგან თავი უნდა დავიცვათ. არ მსურს, რომ ნატო-ს ტერიტორიას თავს დაესხას, თუმცა რუსეთის სახელმწიფო და უსაფრთხოების დოქტრინებში სწორედ ამაზეა საუბარი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო