“დილის საათებში დახლებზე ფრეშ პროდუქტი და რძის ნაწარმი არ გვექნება” – დისტრიბუტორთა ასოციაცია მერიის გადაწყვეტილებაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.