დიზაინერმა ლაშა დევდარიანმა და ხელოვანმა გიორგი სისაურმა კოლაბორაცია სახელწოდებით -“კალიგრაფიული სამოსი” წარადგინეს

მილანი, “არკადია არტ გალერი” – ადგილი, სადაც ქართველმა ხელოვანებმა პირველად, პირველი კალიგრაფიული სამოსი წარადგინეს. იდეა “მელანიუმის” პროექტის ფარგლებში გაჩნდა. იდეის შემდეგ იყო მსჯელობა და შეთანხმება საერო და სასულიერო თემატიკის ტექსტებზე. ლაშა დევდარიანისა და გიორგი სისაურის კოლაბორაცია ქართული კალიგრაფიული სამოსია – სამსახოვანი ქართული ანბანითა და ხელნაწერით. ტექსტები გაცოცხლებულია ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობით და სახარებისეულ, რელიგიურ და ისტორიულ თემებს აერთიანებს. აქვეა სტრიქონები რუსთაველის, გალაკტიონის და ბარათაშვილის შემოქმედებიდან.
ამჟამად გიორგი სისაურის ანბანის კოლექცია მისსავე გალერეაშია წარმოდგენილი. ფურცლოვანი ოქროს ფირფიტით მოოქროვილი და ძვირფასი თვლებით ინკრუსტირებული ნამუშევრების ნახვა გალერეა “სიასურში” ყველა მსურველს შეუძლია.
გიორგი სისაურმა კალიგრაფიული ნიმუში “რუსთავი 2-ისთვისაც” შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიღაც რომ უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული. ამ საქმეს კი არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია-მიზანი კი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა

რადიკალებს რევოლუციის “თეთრი ფული” გაუქრათ და დღეს ვიგებთ, რომ პროკურატურამ და სუს-მა 700 მილიონის გამთეთრებელი, გარედან შემომტანი დააკავა-იმთავითვე ცხადი იყო, რომ NGO კლასტერი ამ სქემაზე გადაერთვებოდა