დიდი იმედი მაქვს, საქართველო არ მიიღებს ე.წ. აგენტების კანონს – ოლაფ შოლცი კობახიძეს

ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, გერმანიის კანცლერმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო არ მიიღებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პარასკევს, 12 აპრილს შეხვდნენ.
„დიდი იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ე.წ აგენტების შესახებ კანონს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრის შემდეგ.
ოფიციალური შეხვედრის დასრულებისას, ერთობლივ ბრიფინგზე კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება „არამხოლოდ მთავრობის, არამედ მოქალაქეების სრული უმრავლესობის დიდი სურვილი გახლავთ“.
მან ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, – თქვა, რომ გერმანია იმთავითვე უჭერდა ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას და 2023 წლის დეკემბერში ბრიუსელის გადაწყვეტილება, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო, ბერლინისთვისაც მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრობლემებზეც ვლაპარაკობთ“, – განაცხადა შოლცმა და ამის შემდეგ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გატარების“ შესახებ.
„ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვსაუბრობთ ე.წ. აგენტების კანონზე. მას შემდეგ, რაც შარშან მისი მსვლელობა შეჩერდა, იმედი გვქონდა, რომ ეს საკითხი აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“, – განაცხადა კანცლერმა შოლცმა და დასძინა, რომ შარშანდელი ვერსია, „პრაქტიკულად, არ შეცვლლა“.
„დიდი იმედი გვაქვს, საქართველო ამ ცვლილებებს არ მიიღებს და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კონტექსტში, პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას.
ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა, კანცლერმა შოლცმა განაცხადა:
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, გამჭვირვალობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და ჯერჯერობით არ არის, ალბათ არც იქნება გადაწყვეტილი“.
გერმანიის კანცლერის კრიტიკულ განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლების კრიტიკული გამოხმაურებები „აგენტების კანონზე“.
საქართველოს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 11 აპრილს თქვა, რომ „გერმანია შეშფოთებულია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, რადგან ის შეუსაბამოა ევროკავშირის პრაქტიკასთან.
„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო აკმაყოფილებდეს ჩვენს სტანდარტებს“, – განაცხადა მან.
„აგენტების კანონს“ „ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმაც.
ამასთან, მიხაელ როთი ერთ-ერთი ხელმომწერი იყო განცხადებისა, რომელიც ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივად გაავრცელეს.
ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი „თავისი შინაარსით წარმოადგენს ს „უცხოეთის აგენტების“ კანონის ზუსტ ასლს“ და რომ „სასწორზე ქართველი ხალხის მომავალი დევს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გვალია: ეხლა მომისმინეთ! ამ დასში მეც ვარ და მაგრად არ მსიამოვნებს როცა სხვის ნამოქმედარს მე და განსხვავებულ აზრზე მყოფ მსახიობებს გვტენიან არასწორად ინფორმირებული სააგენტოები თუ ინდივიდუალური პირები!