დიდი ბრიტანეთი უკრაინას 3 მილიარდი დოლარით დაეხმარება – სუნაკი კიევშია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 12 იანვარს კიევს ეწვია. სააგენტო როიტერსის ცნობით, ის პრეზიდენტ ს შეხვდება და მას პირადად აუწყებს დიდი ბრიტანეთის მხრიდან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც 2,5 მილიარდ ფუნტი იქნება 2024 წელს.
“ეს ნიშნავს იმას, რამდენად სერიოზულია მდგომარეობა აქ და რამდენად მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიდგეთ უკრაინის გვერდით. ამიტომ ვარ მე აქ, წლის პირველი ვიზიტით საზღვარგარეთ, პირველი უცხოელი ლიდერი წელს ში”, – როგორც The Guardian იუწყება, განაცხადა რიში სუნაკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი მხარდაჭერის სიგნალია უკრაინელი ხალხის მიმართ და ასევე სიგნალია პუტინის მიმართ, რომ “გააცნობიეროს, ჩვენ არსად მივდივართ”.
დიდი ბრიტანეთის მხრიდან ახალი დაფინანსება უკრაინას საშუალებას მისცემს შეიძინოს ახალი სამხედრო დანიშნულების დრონები, მათ შორის, სადაზვერვო, საზღვაო და შორ მანძილზე დარტყმის დანიშნულების მქონე.
ლონდონი ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა ს აგრესიის წინააღმდეგ და სუნაკის თქმით, 2024 წლის ფინანსურ წელს, რომელიც აპრილიდან აითვლება, ბრიტანეთი 2,5 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის დახმარებას, რაც 3.19 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია. ეს ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება 200 მილიონი ფუნტით გაიზრდება წინა ორ წელთან შედარებით.
როგორც ბიბისი იუწყება, ოფიციალური ლონდონი აცხადებს, რომ მხარდაჭერის ეს ახალი პაკეტი იქნება პირველი ნაბიჯი, რითაც იწყება “ურყევი ასწლიანი პარტნიორობა უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის”.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 18 მილიონ ფუნტს ჰუმანიტარული დახმარებისთვის, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის და მეტ დაფინანსებას ინგლისური ენის ონლაინ სწავლებისთვის.
შეიარაღებული ძალების მინისტრმა BBC-ის განუცხადა, რომ უპილოტო თვითმფრინავებით უკრაინა მომავალ წლებში უპირატესობას მოიპოვებს. უკრაინის ეს დახმარება კი აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ევროპაში, როგორც მეორე უმსხვილესი დონორი უკრაინაში.
2022 წლის ნოემბერში უკრაინაში წინა ვიზიტისას, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოება დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებაა.
BBC ასევე იუწყება, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის 2024 წლის 12 იანვრის შეთანხმება მოიცავს ორმხრივ გარანტიებს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ, რამაც უნდა შეაკავოს რუსეთის აგრესია, სანამ უკრაინა NATO-ს შეუერთდება.
დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან, გაერთიანებული სამეფო პირველია, რომელიც ამგვარ პაქტს აწერს ხელს, რის შესახებაც შვიდიდან თითოეულმა სახელმწიფომ დადო პირობა ვილნიუსში გასული წლის NATO-ს სამიტზე.

ასევე დაგაინტერესებთ