დიდი ბრიტანეთის სასამართლომ კურიერები კომპანიის დასაქმებულებად არ აღიარა – FT

პლატფორმული ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მრავალ ქვეყანაში წამოიჭრა დისკუსია, უნდა ჩაითვალონ თუ არა დასაქმებულებად ის ადამიანები, რომლებიც შემოსავალს პლატფორმულ ბიზნესთან პარტნიორობით იღებენ. რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში იმართება სასამართლო პროცესებიც, უნდა განიხილებოდეს თუ არა შრომით ურთიერთობად პლატფორმულ ბიზნესში ჩართული პირების პარტნიორობა კომპანიებთან. საკითხი, ითვლებიან თუ არა დასაქმებულებად მაგალითად მიტანის სერვისის კომპანიების პარტნიორი კურიერები, აქტუალური იყო საქართველოშიც.
ახლახან, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც გავლენიანმა გამოცემა Financial Times-მა სტატია მიუძღვნა. Financial Times-ი დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილებას, რომლის თანახმად, კურიერები მიტანის სერვისის მიმწოდებელი კომპანიების თანამშრომლებს არ წარმოადგენენ და მათ გაერთიანებების შექმნა არ შეუძლიათ, პლატფორმული ეკონომიკისთვის საეტაპო გადაწყვეტილებად აფასებს.
„დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი მშრომელთა კავშირი (IWGB), რომლის წევრია აპლიკაციებით მოსარგებლე კურიერების უმეტესობა ბრიტანეთში, სასამართლოში 4 წლის განმავლობაში ითხოვდა ფორმალური კოლექტიური მოლაპარაკების უფლებებს ათობით ათასი კურიერისთვის.

როგორც დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლედი როუზმა განაცხადა, რამდენადაც კურიერებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიღებული შეკვეთა, მიტანის სერვისის მიმწოდებელი კომპანიის ყოველგვარი ჩართულობის გარეშე, სხვა პირს შეასრულებინონ, კომპანიასა და კურიერებს შორის გაფორმებული კონტრაქტი შრომით ურთიერთობად ვერ ჩაითვლება. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას კიდევ ერთი ფაქტორი იყო ის, რომ კურიერების აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ სამუშაო საათები და სერვისის მიმწოდებელი კომპანიები“, – ნათქვამია სტატიაში.
„Deliveroo არ გამოთქვამს პროტესტს კურიერების მიმართ, რომლებიც იმავდროულად კონკურენტისთვისაც მუშაობენ“, – აღნიშნა მოსამართლემ.
მიტანის სერვისის კომპანიის შეფასებით, ეს არის “დადებითი გადაწყვეტილება” მისი კურიერებისთვის, “რომლებიც აფასებენ იმ მოქნილობას, რასაც მათ თვითდასაქმებით მუშაობა აძლევს“.
„ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი ირჩევს მიტანის სერვისში მუშაობას, რათა შეეძლოთ, თავად გადაწყვიტონ, როდის იმუშავებენ და სად, ან საერთოდ იმუშავებენ თუ არა. ჩვენ ვამაყობთ, რომ შეგვიძლია, ათი ათასობით კურიერს შევთავაზოთ ეს მოქნილობა “, – აცხადებენ კომპანიაში.
IWGB-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „იმედგაცრუებად” შეაფასა.
იურიდიული კომპანია Harbottle & Lewis-ის პარტნიორი ივონ გალაჰერის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიტანის სერვისის კომპანიებისთვის, არამედ მთლიანად პლატფორმული ეკონომიკისთვის.
წყარო: BPN