დიდი ბრიტანეთის მთავრობა არჩევნებზე ხმის მიცემის ასაკის 16 წლამდე შემცირებას გეგმავს – Sky News

დიდი ბრიტანეთის მთავრობა არჩევნებზე ხმის მიცემის ასაკის 16 წლამდე შემცირებას გეგმავს – Sky News
დიდი ბრიტანეთის მთავრობა არჩევნებზე ხმის მიცემის ასაკის 16 წლამდე შემცირებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„მათ მუშაობისთვის საკმარისი ასაკი აქვთ და გადასახადების გადახდისთვის საკმარისად დიდები არიან. ვფიქრობ, რომ თუ გადასახადებს იხდი, უნდა გქონდეს იმის შესაძლებლობა თქვა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს შენი ფული და რა მიმართულებით უნდა წავიდეს შენი მთავრობა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.
საარჩევნო ცვლილება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ხმის მიცემის ასაკი ბოლოს 1969 წელს შეიცვალა და 21 წლის ნაცვლად 18 წლით განისაზღვრა.
www.interpressnews.ge