დიდებული ფეხბურთელი და უკეთესი ადამიანი – ბელინგემის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

ესპანეთის თასის 1/16-ფინალში “რეალი” გასვლაზე “არანდინას” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი დაასვენა, ახალგაზრდა ინგლისელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მიუხედავად ამისა, ჯუდი თავისი კეთილშობილური საქციელით მაინც გამოირჩა.
ერთ-ერთ მომენტში ბელინგემმა შეამჩნია, რომ ბურთის მიმწოდებელ ბიჭუნას სციოდა და მისი დახმარება გადაწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ