„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა RSI-სთან ინტერვიუში გულშემატკივრებზე ისაუბრა:
„როდესაც ფეხბურთში მოვედი, მის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. როცა 4-2-2 სქემის შესახებ მომიყვნენ, ვერაფერი ვერ გავიგე. კინომ დისციპლინა და მეწარმეობა მასწავლა. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, არ აქვს დაწერილი სცენარი.
გაბანკროტებული „ნაპოლი“ შევიძინე. არაფერი არ გვქონდა, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ფეხბურთში ყველაფერი მატჩიდან მატჩამდე ხდება. არასოდეს მინახავს კინოს მოყვარულებს მეტი მოეთხოვათ, მაშინ როდესაც ტიფოზებისთვის არაფერია საკმარისი. ისინი მოთმაშეთა ყიდვას და სხვა რამეებს მოითხოვენ. უმეტეს შემთხვევაში ისინი ფანტეზი-ფეხბურთს თამაშობენ და რეალური ფეხბურთის ბევრი არაფერი გაეგებათ.
უმეტესობის სიყვარულს ვგრძნობ, თუმცა მაკრიტიკებენ ისინი, რომლებიც სტადიონზე მოდიან. მათ შორის 10-15% ულტრასია. მათი უმეტესობა კანონდამრღვევია“.
“შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით” – დე ლაურენტისებს ემუქრებიან
“მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია” – დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სენსაცია მწიფდება – მოახერხებს “ბარსელონა” ოსიმენის შეძენას?
განშორება ახლოვდება – “გალათასარაი” ოსიმენს “ნაპოლისგან” გამოისყიდის
დე ლაურენტისს სერია A-ში ეს მნიშვნელოვანი ცვლილება სურს – რა ინიციატივა წამოაყენა “ნაპოლის” მფლობელმა
“კვარას” გაყიდვის შემდეგ, კონტეს “ნაპოლიდან” წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა” – ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

 
				 
								
 
								

