დემოკრატი კონგრესმენი აკრიტიკებს ტრამპს “კონგრესის თანხმობის გარეშე” ირანზე თავდასხმის გამო

დემოკრატი კონგრესმენი ჯიმ მაკგოვერნი აკრიტიკებს დონალდ ტრამპს, რომელმაც გასულ ღამეს ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. მაკგოვერნის განცხადებით, კონგრესის თანხმობის გარეშე მიღებული ეს გადაწყვეტილება უკანონოა.
“ეს სიგიჟეა. ტრამპმა დაბომბა ირანი კონგრესის თანხმობის გარეშე, უკანონოდ ჩაგვითრია ომში ახლო აღმოსავლეთში. გამოცდილებიდან გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ?!”, – წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელში.
This is insane. Trump just bombed Iran without Congressional approval, illegally dragging us into war in the Middle East. Have we not learned our lesson!?!? Congress must return to Washington at once to vote on @RepThomasMassie’s War Powers Resolution to stop this madness. https://t.co/t81ntUPNyh — Rep. Jim McGovern (@RepMcGovern) June 22, 2025
21 ივნისის ღამეს, აშშ-მ ირანის ბირთვული პროგრამის სამივე ობიექტი (ნატანზი, ფორდო, ისპაჰანი) დაბომბა. დონალდ ტრამპმა FOX News-ს უთხრა, რომ ამერიკის ავიაციამ ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტებზე ჯამში ექვსი ცალი 14-ტონიანი, ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბი ჩამოაგდო. ამის პარალელურად, ნატანზის და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებს 30 ცალი “ტომაჰავკის” ტიპის საკრუიზო რაკეტა ესროლეს.
ირანის ეს ბირთვული ობიექტი ღრმა მიწისქვეშა ბუნკერში მდებარეობს, შესაბამისად სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით ისრაელს არ ჰქონდა დისტანციურად მისი განადგურების საშუალება. მსგავსი ტიპის და სიმძლავრის ბომბები მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს აქვს.
თავის მიმართვაში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები ამჟამად სრულად განადგურებულია და ყველა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – დაჭერით, დაკავებით, უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას, პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს – ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი

მარტა კოსი – საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე – ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას

მამუკა მდინარაძე – მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა – ასევე, მივიღებთ ცვლილებებს, რითაც უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები