დემოკრატიის თემურისნაირი დამცველი მსოფლიოში არ არსებობს – გიული ალასანია ძმაზე

მიხეილ სააკაშვილის ბიძა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არამშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე საუბრობს. “გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი და დემოკრატია” – განაცხადა თემურ ალასანიამ ემიგრანტებთან შეხვედრაზე.
ძმის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია.
„დემოკრატის თემურისნაირი დამცველი მსოფლიოში არ არსებობს, რომ დაიწყოთ ძებნა”, – აცხადებს გიული ალასანია.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი,პეტრე ცისკარიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების ვარიანტებზე საუბრობს.
„ადამიანი თავის პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს და მე მეკითხებით? შეეკითხეთ იმ ადამიანს. ნელი, მტკიცე, მეთოდური ნაბიჯებით, შესაძლებელია იმ რეგიონების დაბრუნება, რომელიც რუსეთმა წაგვართვა. რუსეთის დასუსტება, განსაკუთრებით ამ ბოლო მათ მიერ წამოწყებულ აგრესიაში და უკრაინაში, ასევე ხელს აძლევს საქართველოს, რომ მშვიდობიანად დაიბრუნოს ოკუპირებული რეგიონი,“ – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.
თემურ ალასანიას განცხადების სანდოობაში ეჭვი შეაქვს “ნაციონალურ მოძრაობას”. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მას მავნებლურს უწოდებს.
„ბევრნაირი ადამიანი არსებობს და განსაკუთრებით პოლიტიკაში პოპულარულია აგრესიული რიტორიკა, რომ ჩვენ მაგრები გავხდებით, დავიბრუნებთ, დავამარცხებთ, ჩვენ რაღაცას ვიზამთ. არც ერთ შემთხვევაში არც ერთი დაღვრილი სისხლის ფასად იქ დაბრუნება ზოგადად არ გვიღირს ჩვენ მაგალითად და არ გვინდა არანაირი დაპირისპირება. არსებობს მეორე გზა, რომელსაც აქვს ეს რიტორიკა, რომ ადამიანები, რომლებიც გაბრაზებულები არიან და შურისძიებას ელოდებიან, მათი ყურადღება მიიპყრონ წინასაარჩევნოდ. ხელისუფლებაში არ იყვნენ თვითონ თუ ეგ უნდოდათ? ვინ უშლიდა ხელს?“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს, საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის

ირაკლი ყანდაშვილი „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნებზე: ვისმენ ბევრ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, თუ გამონათქვამს, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს მე და ჩემს გუნდს, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ ნათქვამი პრინციპი ბოლომდე დავიცვათ

ირაკლი ყანდაშვილი- მე ვიყავი პირველი, ვინც ოფიციალურად განვაცხადე მზაობა და ინტერესი, მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. მქონდა და მაქვს პრინციპი, ვიყო ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე თანაბრად