დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რაც მათი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ხორციელდება.
სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილე დევნილების შეკითხვებს უპასუხა და მათი პრობლემები მოისმინა. დევნილ ოჯახებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო