შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი “ვესთ ჰემთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
19 ტურის შემდეგ, “ჩაქუჩები” პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს, მოიესის ხელმძღვანელობით “ვესთ ჰემი” ევროპალიგის 1/8 ფინალშიც იასპარეზებს.