„დედპული და ვულვერინი“ R-რეიტინგის მქონე ფილმებს შორის ყველაზე შემოსავლიანი გახდა

ფილმი „დედპული და ვულვერინი“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა R-რეიტინგის მქონე ფილმებს შორის. ინფორმაცია Marvel-ის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 1, 086 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქამდე ეს რეკორდი „ჯოკერს“ ეკუთვნოდა, რომელმაც 2019 წელს 1, 078 მილიარდი დოლარი მოაგროვა. R რეიტინგი ენიჭება ფილმები, რომლებიც მხოლოდ ზრდასრული აუდიტორიისთვის განკუთვნილი მასალას შეიცავს.
რეჟისორ შონ ლევის სურათის პრემიერა 26 ივლისს შედგა. მთავარ როლებს ფილმში რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი ასრულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა