დეა მეტრეველი – მოშლილი სახელმწიფოს უწყებების პირობებში საქართველო გარეული ცხოველების კონტრაბანდის ბუდედ გადაიქცა

მოშლილი სახელმწიფოს უწყებების პირობებში საქართველო გარეული ცხოველების კონტრაბანდის ბუდედ გადაიქცა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ წევრი დეა მეტრეველი წერს.
მისი თქმით, „შემოჰყავთ ბოკვერები, ამყოფებენ შეუსაბამო პირობებში და ეღუპებათ“.
როგორც დეა მეტრეველი აღნიშნავს, მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც პანკისშია, სოციალურ ქსელებში ავრცელებს მსგავს ფოტო და ვიდეო მასალას და არც ერთ უწყებას არ აქვს რეაგირება.
„სავარაუდოდ ვეფხვის ეს ბოკვერი დაიღუპა – თბილისის ზოოპარკში უნდოდათ მიეყვანათ მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე დღის წინ.
ცხოველთა უფლებადამცველებს განგაში აქვთ გამოცხადებული და არავინ აქცევს ამ პრობლემას ყურადღებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ცოცხლები ხართ?“ – წერს დეა მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

იან ლიპავსკი – ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო ვალდებულებების შემოღება დაამტკიცა – ეს ზომა საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას აჩერებს

არჩილ გორდულაძე: ადამიანი, რომელიც ჩაიდენს ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მითვისება, რეალურად გამოდის, რომ ის “ქართული ოცნების” იდეალებს არასდროს არ იზიარებდა და…