დოი შე ფარჩაკო შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი… შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია და გასარკვევი – დაჩი ცაგურია
დაჩი ცაგურია სოციალური ქსელის მეშვეობით დათო დოიაშვილს მიმართავს და წერს:
“2012 წელს როცა ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა დოის ჰქონდა პრემიერა ფილარმონიაში… მივედით და პრემიერაზე სცენაზე ავუყარეთ ცოცხები, ფილარმონიასთან დავიწყეთ დოის “ქეთო და კოტეს” პრემიერის პარალელურად საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან… მთელი თბილისი და საქართველო ქუჩაში გამოვარდა, გადაიკეტა ფილარმონიის მიმდებარე ქუჩები, ხალხის უდიდესი მასა ტალღასავით გამოვარდა ქუჩებში და ამ დროს ნაძირალა დოის არა თუ სოლიდარობა გამოუთქვამს, ან პრემიერა გადაედო… არა არც კი შეაფერხა თავისი უნიჭო სპექტაკლი, სპეცნაზის და პოლიციის ძალით ატარებდა საპროტესტო მიტინგების პარალელურად სამარცხვინო უნიჭობას. ყველა არხზე გადიოდა წამების, არაადამიანური ღრიალის, კაცების გაუპატიურების კადრები და ნაძირალა დოი გულისამრევად სცენაზე ამ სიმახინჯეს ჯიუტად აწყობდა… მერე წაიღო ეგ სიგოიმე ჯერ ბათუმში და ესე უტიფრად, ურცხვად აწყობდა სამარცხვინო სპექტაკლებს მაშინ როცა მთელი საქართველო ფეხზე იდგა და იმ არაადამიანობას აპროტესტებდა რასაც დოისნაცები უწყობდნენ ქართველ ხალხს…. დოის სააკაშვილის ჯალათები იცავდნენ და მათი ძალით მართავდა სპექტაკლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქციების ფონზე და ახლა გამიხდა თავისუფლებისთვის მებრძოლი? ეგ ფარისეველი ფარჩაკი ეგ…
მაგის უნიჭობას იცავდა მეგის ქარდავა, გეგეჭკორი, გრიგალაშვილი, ახალაიები, კოდუები და მელნიკოვი… ფილარმონიასთან აქციებს რომ ვაწყობდით დოის უნიჭო სპექტაკლის პრემიერის ფონზე ვინც ჩამოვთვალე ეგ ნაძირალები დაგვტრიალებდნენ თავზე, გვიწყობდნენ პროვოკაციებს. ბოლოს უკანონოდ დამიჭირეს, სასიკვდილოდ მცემეს ვანოს “გამჭვირვალე” პოლიციის შენობაში, მაწამეს… დამილეწეს ძვლები ჩამსვეს რუსთავის კაპეზეში და დოის ერთი სიტყვა არ უთქვამს…
ყველაფერი გვახსოვს დოი შე ფარჩაკო შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი… შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია და გასარკვევი რამდენი ჯდებოდა შენი მართლაც უნაძირლესი და უსასტიკესი რეჟიმის ლეღვის ფოთლობა – დაჩი ცაგურია
