დაუბრუნებლობის წერტილს ვუახლოვდებით, რომელიც შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს | ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი

“ძალიან მეშინია, რომ ჩვენ დაუბრუნებლობის წერტილს ვუახლოვდებით, რომელიც შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. პრობლემა ისაა, რომ ამ დარბევებში და მიტინგებზე ცალ მხარეს მონაწილეობენ იგივე სპეცრაზმელის მეგობარი, ნათესავი და ა.შ. შესაბამისად, მე მინდა მთავრობამ იცოდეს, რომ ის არ არის მხოლოდ პარტიული ამომრჩევლის მთავრობა, ის არის მთელი ქვეყნის მთავრობა. აქედან გამომდინარე, ის თემა, რომ დღეს ჩვენ ვართ ამ სიტუაციაში, ამას განმუხტვა სჭირდება. კონსტიტუციაზე მაღლა არავინ დგას. არცერთი პიროვნება, არცერთი თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, ამაზეა გამოსვლები გაკეთებული. ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდობისაა ხვალინდელი დღე და არა წინა თაობის. ახალგაზრდობა ყოველთვის არდშია. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ის, რომ ახალგაზრდობისგან დაიცალოს ქვეყანა.

დღევანდელ სიტუაციაში, წყლის ჭავლი და ქიმიური ნივთიერებები რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის, ვფიქრობ, ამის მონიტორინგია აუცილებელი. ყოველდღიური გამოცხადება. ამას სჭირდება ის პრევენციები, რომელმაც დღეს კი არა, შეიძლება ხვალ იჩინოს თავი და ეს იყოს ამ შემთხვევაში ძალიან გამოუსწორებელი. შესაბამისად, სისტემურადაა საჭირო, რომ ამ საზოგადოებამ, რომელსაც ხელეწიფება ეს ყველაფერი, ამაზე ყოველდღიური ინფორმაციები გასცეს. ერთია რა არის ჩვენი მისწრაფება, სურვილი და დეკლარირება. მეორე არის რა სიტუაცია გვაქვს დღეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დისკუსიები, მათ შორის ტელევიზიების როლი არის მნიშვნელოვანი. საჭიროა ყველა მხარის მოწვევა, რომ ყველას ხმა ისმოდეს, რადგან ქვეყანაში არის ძალიან დიდი პოლარიზება”

განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის  ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ  BMG tv-ის  გადაცემა “ბიზნესის კვირეულში”.