კახეთში, სოფელ შალაურში მდებარე აგროტურისტული ობიექტის “მარლეტას ფერმას” დამფუძნებელი სოფო გორგაძე აცხადებს, რომ დასავლეთისა და აშშ-ის ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების აქტიურობა, რომელიც წლების განმავლობაში შეინიშნებოდა, ახლა გარკვეულწილად შენელდა.
როგორც გორგაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ეს, სავარაუდოდ, გლობალური ტენდენციებითაა განპირობებული.
“ობიექტში ქართულ ტრადიციებს სხვა ფორმით წარვადგენთ ხოლმე, რაც სტუმრებს შორის ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. წლების განმავლობაში გამოკვეთილი იყო დასავლური ქვეყნების და აშშ-ს აქტიურობა, ახლა ცოტა შენელდა ეს ტენდენცია, რაც სავარაუდოდ, გლობალური ტენდენციებითაა განპირობებული. თუმცა, მაინც უფრო დასავლური ბაზრებიდან გვსტუმრობენ.
თელავში ტურისტების რიცხვმაც იკლო. ვფიქრობ, ახლა პოლიტიკური მიმართულებით მსოფლიო გარდამავალ ეტაპზეა, რაც ტურისტულ ნაკადებზეც გავლენას ახდენს. ჩვენ შემთხვევაში აბსოლუტური ვარდნა ან განულება არ ყოფილა, მაგრამ ცვლილებები შეიმჩნევა როგორც რაოდენობის, ისე გადამხდელუნარიანობის კუთხით”, – თქვა ობიექტის დამფუძნებელმა.
მისი შეფასებით, ამ დრომდე ტურიზმის ინდუსტრია სწორ გზაზე იდგა, თუმცა არსებულ ვითარებას სწორი რეაგირება და გაანალიზება სჭირდება, თუ რა არის არსებული გამოწვევის მიზეზი.
ინფორმაციისთვის, “მარლეტას ფერმა”ფერმას, ყველის საწარმოს, ღია კაფეს, ბიბლიოთეკასა დასადეგუსტაციო ზონას აერთიანებს.
