დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს

დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
„დღეს ისინი ხედავენ, რომ მათ ძალა უკვე აღარ აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მათი აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს. ხედავენ, რომ დღეს მათ ვერ შეძლეს ქართული სახელმწიფოს შერყევა და ახლაც, მთელი აქცენტი გადატანილი აქვთ ეკონომიკაზე, რომ როგორმე შეანელონ ეკონომიკური ზრდა. ამ აქციებს რომ მიზანი, გეგმა არ აქვს, ამას ვხედავთ, მათ ლაპარაკშიც სულ უფრო ხშირად ეს სასოწარკვეთილი ტონები იმატებს“, – აღნიშნა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა” ეკუთვნის “თიბისი ბანკის” მიერ დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებას “თბილისი ცენტრალი” – კახი კალაძე რატომ არ მივიდა ხანძრის ადგილზეო, ტვ “პირველი” რომ კითხულობს, მამუკა ხაზარაძე რატომ არ მივიდა, ჩემო “ობიექტურებო”

ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო- წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა

რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს