დარწმუნებული ვარ, ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს

ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალიკ მურზალინიმ ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
მისი თქმით, 2023 წელს ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორი ვიზიტი განხორციელდა, ასევე, იმავე წელს ყაზახეთის პრემიერი ეწვია თბილისს. შარშან კი საქართველოს პარლამენტის დიდი დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ყაზახეთში იმყოფებოდა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძის ვიზიტი, რომელიც 5-6 თებერვალს შედგა, მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდა პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ოლჟას ბეკტენოვს.
„ამ შეხვედრაზე განიხილებოდა ძალზედ ფართო სპექტრი საკითხებისა, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. პირველ რიგში, ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის თემები, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთისთვის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური; ასევე, ისეთი საკითხები, რომელიც გულისხმობდა გაციფრულების, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას – მთელი რიგი სხვა საკითხები იყო განხილული. კონსტრუქციული, კონკრეტული დიალოგი გაიმართა და დარწმუნებული ვარ, ბატონი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს“, – აღნიშნა ელჩმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს