დანიის სამეფოს ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში – რა თქვა დიპლომატმა ბიძინა ივანიშვილზე და რა განმარტებებს აკეთებს საელჩო

პოლიტიკაში ორი კვირის წინ დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს, დანიის ელჩმა რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი უწოდა. ამის გამო ანნე ტოფტ სორენსენი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
რით ახსნა დიპლომატმა საკუთარი პოზიცია, ამაზე სამინისტროდან გამოსულმა ელჩმა საუბარი აღარ ისურვა და უწყება მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.
მმართველმა პარტიამ დანიის ელჩის პოზიციაში მიზანმიმართული ქმედება ამოიკითხა. “ქართულ ოცნებაში” დიპლომატისგან ბოდიშის მოხდას ელოდებიან. მიაჩნიათ, რომ ელჩი მისი შეფასებებით დაუსაბუთებელ ბრალდებებს აჟღერებს და ამ გზით პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს უწყობს.
ის, რაც სახელისუფლებო პარტიისთვის უცხო ქვეყნის დიპლომატის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაა, ოპოზიციისთვის ფაქტის კონსტატაციაა. პოლიტიკურ ძალებს არც ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება გაჰკვირვებიათ. დანიელი დიპლომატის მოსაზრებას ოპოზიციის ნაწილი იზიარებს, ნაწილს კი ოლიგარქიული მმართველობა სხვაგვარად წარმოუდგენია.
ვიდრე ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას იღებდა, საკუთარი დიპლომატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა. დიპლომატიური მისიის პოზიციაა, რომ სტატიიდან ამონარიდი კონტექსტის გარეშე ვრცელდება, საელჩოს კი არ აქვს სურვილი აღნიშნულში წვლილი შეიტანოს. განცხადების მიხედვით, დანია საქართველოს მხარდამჭერია.
საელჩოს განმარტების მიუხედავად, ელჩის ქმედებაში “ქართული ოცნება” დიპლომატიური გადაცდომის გარდა, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობასაც ხედავს. მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ ელჩების საქმიანობა საერთაშორისო კანონით არის განსაზღვრული და მისი დაცვა ყველა დიპლომატის ვალდებულებაა.
დანიის ელჩის პარალელურად “ქართული ოცნების” ლიდერები ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებებსაც იხსენებენ და ამბობენ, რომ როდესაც საქართველოში ოლიგარქიაზე საუბრობენ, ეს პირველ რიგში ლობიზმის შედეგია.
ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის არიდება – სახელისუფლებო პარტია პარტნიორებისგან ამ კუთხით თანამშრომლობასაც ელის.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება