დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საუკეთესო გზა იქნება, თუ მოკავშირეები მის NATO-ში გაწევრიანებაზე შეთანხმდებიან:
“უკრაინას საუკეთესო, რაც შეიძლება მივცეთ – ვიცი, რომ ზოგიერთი მოკავშირე ამის წინააღმდეგია – NATO-ს წევრობაა. ის NATO-ს წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არასდროს გვექნებოდა, ეს ყველაზე იაფი, ყველაზე მარტივი გზაა ტრანსატლანტიკური ქვეყნების დასაცავად – NATO-ში ყოფნა” – თქვა ფრედერიკსენმა
წინააღმდეგ შემთხვევაში, დანიის პრემიერის აზრით, მოკავშირეებმა უკრაინისთვის ალტერნატიული უსაფრთხოების გარანტიები უნდა განიხილონ, რომელიც NATO-ს წევრობის ტოლფასი იქნება.