დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა

დანიის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა. დიპლომატი უწყებაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო დაიბარეს.
ელჩმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ოლიგარქად მოიხსენია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.
დღესვე განმარტება გააკეთა დანიის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ. ” სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს”, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: ირანში, ჰორმუზის ყურეში საეჭვო „წარმატების“ და ასევე, ჩინეთში არცთუ დამაჯერებელი ვოიაჟის ფონზე – უკრაინის საკითხის დემილიტარიზაცია 4 ივლისამდე, ერთადერთი „ჯოკერი“ ხდება დონალდ ტრამპის ხელში