დანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა

დანიურმა მხარემ თავდაცვის ძალებს ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა.
ტექნიკის გადაცემის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და დანიის სამეფოს ელჩი ესწრებოდნენ. მოგვიანებით, სტუმრებმა ცენტრის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.
მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ 403 000 დოლარის ღირებულების პროდუქცია შეისყიდა. პროგრამის ფარგლებში შეძენილია ორი მაღალი გამავლობის ავტომობილი, კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა.
თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, დანიის მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
“2021 წელი იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც მივიღეთ ევროკავშირის დახმარება. ყოველწლიურად გვეზრდება დახმარება გერმანიისგან, დანიისგან და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით მათ გაწეული დახმარებისთვის”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოში დანიის სამეფოს ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებით, ტექნიკის გადაცემა საქართველოსა და დანიის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
“დანიის მთავრობის სახელით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადავეცით თითქმის ერთი მილიონი ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა. ტექნიკის გადაცემა განხორციელდა საქართველოსა და დანიის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი პროგრამის ფარგლებში. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. აღსანიშნავია, რომ JTEC -ს ვეხმარებით მოვლენილი ექსპერტით ინფორმაციული სისტემების სფეროში. მიხარია, რომ მქონდა მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობაც”, – განაცხადა ანე ტოფტ სორენსენიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში