დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მიერ მომიტინგეების ცემაზე

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციამ მომიტინგეებზე იძალადა როგორც დაკავების დროს, ისე — დაკავების შემდეგ, როდესაც დაკავებულები ხელშეკრულები იყვნენ, ან ძირს, მიწაზე იყვნენ დაგდებული. პოლიციელები რამდენიმე დაკავებულს წიხლებით შედგნენ, მუშტებს ურტყამდენს თავში.
როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღნიშნული გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.